Monday, April 18, 2016

მოვახდინეთ ჩვენი ელექტრონული პორთფოლიოების პრეზენტირება. ყველა პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. მოსაწონი მოვიწონეთ, ნაკლი აღვნიშნეთ. ერთმანეთს მივუთითეთ იმაზე, რაც ჩვენი აზრით მოითხოვდა დახვეწასა და სრულყოფას.
დამთავრდა დღევანდელი დღე და დამთავრდა ჩვენი ტრენინგიც. ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგეთ და შევისწავლეთ,რაც გამოგვადგება შემდგომ მუშაობის პროცესში.
მადლობა გვანცას! მადლობა მონაწილეებს! თანამშრომლობისათვის,გვერდში დგომისათვის.
მომავალ შეხვედრამდე.
ტრენინგის დღევანდელი დღე დაეთმო წინა მეცადინეობაზე შედგენილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის, შეფასების გეგმისა და ფასილიტაციის გეგმების ადაპტირების მიმოხილვასა და აზრთა გაზიარებას. ერთმანეთის ნაშრომებში შევიტანეთ საჭირო კომენტარები და შენიშვნები.
გარდნერისა და ბლუმის მატრიცა მოსწავლეთა დავალებებისათვის -ესაა ის, რაც საშუალებას მაძლევს მივცე ჩემს მოსწავლეებს დიფერენციალური დავალებები მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით.
დღის მთავარი თემა იყო ფასილიტაცია ტაქნოლოგიებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლებისას.
მადლობა!

Saturday, April 16, 2016

დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეა.ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი დღე იყო. ისევ გადავხედეთ მოსწავლის ნაშრომს, საინფორმაციო ბუკლეტს, მოვახდინეთ ჩვენი დავალებების განხილვა, შევედით მოსწავლის როლში,ამავე დროს პრეზენტაციები შევაფასეთ შეფასების რუბრიკების მიხედვით.გავეცანით ბლუმისა და გარდნერის მატრიცებს. მივიღეთ ახალი დავალებები, თანაც საკმაოდ ბლომად.
დღეს ტრენინგის მეექვსე დღეა. შევისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება სლაიდის შესაქმნელადვისწავლეთ აგრეთვე, მოსწავლის ნაშრომის შეფასება.შევედით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკაში.მივიღეთ შემდეგი მეცადინეობის დავალებები.
ტრენინგის ყოველი დღის შემდეგ თანდათან უკეთესად ვერკვევი პროექტეით სწავლების მნიშვნელობაში სასწავლო პროცესში.

Saturday, April 9, 2016

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა.ვაგრძელებთ პროექტის გეგმაზე მუშაობას. შევისწავლეთ მოსწავლეთა პროექტების შექმნა და შეფასება,საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმი,ელექტრონული ფოსტით მიმოწერა.
ძალიან მადლობელი ვარ გვანცა სალიასი, რადგან დიდი ენთუზიაზმით მონდომებით გვასწავლის ყველაფერს.

Sunday, April 3, 2016

დღეს პროექტის მეოთხე დღეა.ვიმუშავეთ შეფასების გეგმის შედგენაზე,რომელიც ხუთი ნაწილისაგან შედგებოდა. დღეს მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დავეხმარები მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პროცესში.შეფასების ეს მეთოდები და ინსტრუმენტები დაეხმარებათ მათ შემდგომი განვითარებისათვის. 

Saturday, April 2, 2016

დღეს ტრენინგის მესამე დღეა ძალიან ბევრი რაღაცა გავიგეთ პროექტის მიზნების, შინაარსისა და დაგეგმვის შესახებ, გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვების შედგენის წესებს.ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პროდუქტიული გავხადოთ ჩვენი პროექტი. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.